Skip to main content

Posts

უკრაინელთა მხარეს დაღუპული ქართველი მეომრები (2014-23)

ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 18.12.2014 სჩასტიე, ლუჰანსკი თამაზ სუხიაშვილი 17.01.2015 დონეცკის აეროპორტი გიორგი ჯანელიძე 18.04.2015 შიროკინო, მარიუპოლი კოსტანტინე ლაშხია 01.07.2015 მარიუპოლი გიორგი ბარათელი 08.08.2015 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი ირაკლი ქუთელია 09.12.2015 ოპიტნოე, დონეცკი რეზო წიკლაური 29.04.2016 ავდეევკა, დონეცკი დავით გამსახურდია 08.10.2016 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი დავით სიხარულიძე 11.05.2017, ნოვოლუჰანსკოე, დონეცკი გიორგი სარალიძე, 31.10.2017 დონეცკის აეროპორტი დავით შარტავა 18.04.2021 შიროკინო, მარიუპოლი დავით რატიანი 17.03. 2022 ირპენი, კიევი გია ბერიაშვილი , 17.03.2022 ირპენი, კიევი
Recent posts

გია ბერიშვილი

  გია ბერიაშვილი წარსულში საქართველოს შსს განსაკურებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლი იყო, კარიერა მუხროვანის ბატალიონში დაიწყო, იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. პოლიციის პოლკოვნიკს სხვადასხვა დროს მინიჭებული ჰქონდა შსს-ს მედალიონი "განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის" და მედალი "მამაცობისთვის". ბერიაშვილი უკრაინელთა მხარეს 2014-15 წლებშიც იბრძოდა, ბოლო პერიოდში ბრიტანეთში იმყოფებოდა, თუმცა მარტის დასაწყისში ისევ უკრაინაში დაბრუნდა. „ის შეუდარებელი კაცი იყო, მიჭირს წარსულში გიაზე ლაპარაკი, მაგრამ, ბევრი ვაჟკაცი ინატრებდა ასეთ სიკვდილს, მან თავისი სული უკვდავყო, ის ორი ქვეყნის გმირია, უკრაინის და საქართველოსი“ - ამბობს გია ბერიაშვილის თანამებრძოლი ვეფხია კასრაძე.

დავით რატიანი

  რუს ოკუპანტებთან ბრძოლას მესტიელი, უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცი, დავით რატიანი შეეწირა... როგორც სხვა, უკრაინაში მებრძოლი ქართვრლები ამბობენ- გამთენიისას უკრაინული ჯარის ფორმებში გადაცმული რუს ოკუპანტთა სამი ტანკი თავს დაესხა მათ, გარდაცვლილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი და ფრანგი მოხალისე...